გთხოვთ, საიტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ გამოყენების წესებსა და პირობებს.
შესავალი
წინამდებარე ვებ-გვერდი - maxstore.ge - ეკუთვნის და მისი მმართველია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული შპს მაქსთორი ჯგუფი ს.კ442737451 . წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას რომელიც იდება შპს "მაქსთორი"-სა და თქვენს შორის.
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქციის შეძენას.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, შესვლით, გამოყენებით ან/და პროდუქციის შეძენით, თქვენ წერილობით ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. წინამდებარე წესები და პირობები სავალდებულო ძალისაა ყველა შემთხვევაში, წესებსა და პირობებზე დათანხმება ავტომატურად გულისხმობს პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკაზე წერილობით თანხმობას.
წესები და პირობები მოქმედებს ვებ-გვერდის ნებისმიერი გამოყენების დროს, მომხმარებლის შემთხვევაში საიტზე შესვლის მომენტიდან ვებ-გვერდის გამოყენების დასრულებამდე, ხოლო რეგისტრირებული მომხმარებლის შემთხვევაში მანამ, სანამ იარსებებს მომხმარებლის პროფილი.
წესებსა და პირობებში შესაძლოა დროთა განმავლობაში შევიდეს ცვლილებები. კომპანია არ ინახავს აღნიშნულ წესებს და პირობებს ცვლილებების შემთხვევაში, შესაბამისად მისი ამობეჭდვის და შენახვის ვალდებულება აქვს მომხმარებელს.
წესებსა და პირობებზე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკასა და „ქუქი-ფაილების პოლიტიკაზე“ თანხმობა ატარებს სავალდებულო ხასიათს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ სრულფასოვნად ვერ ისარგებლებთ ვებ-გვერდით, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება პროდუქციის შეძენის შესაძლებლობის შეზღუდვით.
ტერმინთა განმარტება
იმ შემთხვევაში, თუ თავად ტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
კომპანია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შპს მაქსთორი ჯგუფი ს.კ442737451 ).
ვებ-გვერდი - კომპანიის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი - www.maxstore.ge.
პროდუქცია - ვებ-გვერდზე სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქცია, რომელიც არ წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, მათ შორის და არა მხოლოდ, აქსესუარები, ჩანთები და ა.შ.
მომხმარებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით.
რეგისტრირებ ული მომხმარებელი - ნებისმიერი მომხმარებელი, რომელსაც გავლილი აქვს ავტორიზაცია/რეგისტრაცია ვებ-გვერდზე.
მესამე პირი - ნებისმიერი სხვა პირი (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული) გარდა კომპანიისა/მომხმარებლისა/რეგისტრირებული მომხმარებლისა.
ხელშეკრულება - მომსახურების ხელშეკრულება კომპანიასა და რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის, რომლის ძალითაც, რეგისტრირებული მომხმარებელი მესამე პირისგან იძენს საკუთრების უფლებას პროდუქციაზე.
წესები და პირობები - ვებ-გვერდის გამოყენების წინამდებარე წესები და პირობები.
მხარე - კომპანია/მომხმარებელი/რეგისტრირებული მომხმარებელი, წესებისა და პირობების კონტექსტიდან გამომდინარე.
მხარეები - კომპანია და მომხმარებელი/რეგისტრირებული მომხმარებელი, წესებისა და პირობების კონტექსტიდან გამომდინარე.
მომსახურება - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის/რეგისტრირებული მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა, რომელიც მოიცავს ვებ-გვერდით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემას.
პროფილი - რეგისტრირებული მომხმარებლის პირადი ანგარიში (პროფილი) ვებ-გვერდზე.
მხარეთა განცხადებები და გარანტიები
კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
ვებ-გვერდი წარმოადგენს მის საკუთრებას და მას აქვს ყველანაირი უფლებამოსილება გასწიოს მომსახურება.
ვებ-გვერდზე მომხმარებლის / რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის.
მომხმარებელთა / რეგისტრირებულ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული მესამე პირის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.
მომხმარებელი / რეგისტრირებული მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
გაეცნო და ეთანხმება წესებსა და პირობებს.
3.2.2. არის ქმედუნარიანი, შეუძლია გაიაზროს ვებ-გვერდის გამოყენების მნიშვნელობა და არ იმყოფება რაიმე ისეთი ფსიქიკური ზემოქმედების ქვეშ, რაც ხელს შეუშლის, გაიაზროს მისი ქმედების მნიშვნელობა.
3.2.3. მის მიერ ვებ-გვერდზე შეყვანილი ინფორმაცია რეალური, ზუსტი და კანონიერია.
3.2.4. არ გამოიყენებს ვებ-გვერდს კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის და დაიცავს საქართველოს კანონმდებლობას ვებ-გვერდის გამოყენების პროცესში.
3.2.5. თანახმაა, რომ ვებ-გვერდის გამოყენების დროს მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია (მათ შორის, პერსონალური ინფორმაცია) დამუშავებულ იქნეს კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული მესამე პირის მიერ პერსონალური მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.
3.2.6. ვებ-გვერდზე, მის დიზაინსა და ფოტოებზე, თუ კოდებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის კომპანიას და რომ იგი არ გამოიყენებს/შეცვლის ან/და სხვაგვარად ხელყოფს კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას.
3.2.7. თავად არის პასუხისმგებელი პირად პროფილზე, ასევე ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება მისი ანგარიშით ვებ-გვერდზე ყოფნისას ან/და კომპანიის მომსახურებით სარგებლობის დროს.
3.2.8. პროფილის შექმნისა თუ ვებ-გვერდით სარგებლობის ნებისმიერ ეტაპზე მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, არ განათავსებს კანონშეუსაბამო/ამორალური შინაარსის მასალას.
4. ხელშეკრულების დადება და ანგარიშსწორების წესი
4.1. კომპანია ვებ-გვერდზე ათავსებს პროდუქციას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
4.2. მას შემდეგ რაც მომხმარებელი შევა ვებ-გვერდზე, მას აქვს რეგისტრაციის შესაძლებლობა, რითიც იგი იძენს რეგისტრირებული მომხმარებლის სტატუსს. ღილაკ „რეგისტრაცია“-ზე დაჭერის შემდგომ, მომხმარებელი სპეციალურად განკუთვნილ ველში მიუთითებს საკუთარ ელ-ფოსტას. ელ-ფოსტაზე მომხმარებელს გაეგზავნება ავტომატურად დაგენერირებული პაროლი, რის შემდეგაც დასრულდება პროფილის რეგისტრაცია. რეგისტრირებულ მომხმარებელს ვებ-გვერდის მეშვეობით აქვს პროფილის პაროლისა და სხვა ინფორმაციის შეცვლის შესაძლებლობა.
4.3. რეგისტრირებულ მომხმარებელს / მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ვებ-გვერდის მეშვეობით დადოს ხელშეკრულება (შეიძინოს) პროდუქცია მესამე პირისგან.
4.4. როდესაც რეგისტრირებული მომხმარებელი / მომხმარებელი აარჩევს შესაბამის პროდუქტს და გადაწყვეტს ყიდვას, მან უნდა დააჭიროს “კალათაში დამატება”-ს, რის შემდეგაც მას აქვს როგორც კალათის დათვალიერების, ასევე პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა. პროდუქტის შეძენისათვის, მომხმარებელმა / რეგისტრირებულმა მომხმარებელმა, უნდა დააჭიროს ღილაკს „შეძენა“, რის შემდეგაც იგი ვალდებულია სპეციალურად განთავსებულ ველებში შეიყვანოს შესაბამისი ინფორმაცია, როგორებიცაა, სახელი, გვარი, მისამართი და ა.შ. მარჯვენა მხარეს განთავსებული იქნება შეკვეთის ჯამური ღირებულება, ხოლო მის ქვემოთ ღილაკი „შეკვეთის განთავსება“, რომელსაც მომხამრებელი / რეგისტრირებული მომხმარებელი აჭერს პროდუქტის შესაძენად.
4.5. ვებ-გვერდზე ანგარიშსწორება წარმოებს საბარათე ანგარიშსწორების/ბანკის განვადება მეშვეობით. მას შემდეგ რაც მომხმარებელი / რეგისტრირებული მომხმარებელი დააჭერს ღილაკს „შეკვეთის განთავსება“, გამოჩნდება გრაფა, სადაც მომხმარებელი / რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია შეიყვანოს მისი ბარათის მონაცემები, რის შედეგადაც მას ჩამოეჭრება ჯამური თანხა.
4.6. თუ გსურთ შეკვეთაში რამის შეცვლა/დამატება, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: info@maxstore.ge ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 032 20 40 600. კომპანია არ არის ვალდებული შეცვალოს შეკვეთა და აღნიშნული სრულად არის დამოკიდებული კომპანიის ცალმხრივ, კეთილ ნებაზე.
4.7. მხარეთა შორის ხელშეკრულება იდება ვებ-გვერდზე განთავსებული პირობებით.
4.8. პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით თუ შესაბამისი მითითებაა პროდუქციის წესების/აღწერის გვერდზე. ასეთ შემთხვევაში, განვადების ხელშეკრულება იდება პარტნიორ ბანკსა და მყიდველს შორის.
4.9. ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება რეგისტრირებული მომხმარებლის / მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელების მომენტიდან.
4.10. კომპანია თავად ან/და მესამე პირის მეშვეობით უზრუნველყოფს შეძენილი პროდუქციის მიტანას რეგისტრირებული მომხმარებლის ადგილსამყოფელთან. კომპანია ან/და მესამე პირი არ არიან პასუხისმგებელნი ვადის გადაცილებისთვის, თუ ამგვარი ქმედება გამოწვეულია გარეშე ფაქტორებით, რომელთა განსაზღვრა/თავიდან აცილება არ შეეძლო კომპანიას ან/და მესამე პირს.
4.11. პროდუქციაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულ მომხმარებელზე გადასულად ჩაითვლება პროდუქციის გადაცემის მომენტიდან. კომპანია არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას და არ გასცემს არანაირ გარანტიას საიტის მეშვეობით შეთავაზებულ პროდუქციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს როგორც გამყიდველი. იმ შემთხვევაში, თუ თავად გამყიდველი ავრცელებს გარანტიას შესასყიდ პროდუქტზე, ამგვარი მითითება აისახება საიტზე შესაბამის ველში.
4.12. ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქციის ფასი მოიცავს დღგ-ს საფასურს.
4.13. იმ შემთხვევაში, თუ მიტანა ხორციელდება თბილისის გარეთ, პროდუქტის საფასურს დაემატება გარკვეული თანხა, მომხმარებლის/რეგისტრირებული მომხმარებლის ადგილსამყოფელის მიხედვით.
4.14. რეგისტრირებული მომხმარებელი/მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის ჩაბარებისას შეამოწმოს პროდუქცია, პროდუქციის ჩაბარებით ადასტურებს, რომ პროდუქცია არის ვარგის მდგომარეობაში, კომპანიამ სრულად და ჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები და რომ მას არ გააჩნია არანაირი პრეტენზია კომპანიის მიმართ.
4.15. ნივთის დაბრუნების/შეცვლის ძირითად პირობებს განსაზღვრავენ გამყიდველი მაღაზიები, მათი შიდა პოლიტიკის შესაბამისად; კონკრეტულ მაღაზიაში არსებული გარანტიები, დაბრუნების და გაცვლის პირობები, ზუსტი ანალოგიით ვრცელდება ნივთის maxstore.ge-ზე გაყიდვის შემთხვევაში; დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა კომპანიის ცხელ ხაზზე აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის ნომერი, შეკვეთის მისამართზე მიღების თარიღი; ტრანზაქციის (გადახდის) დამადასტურებელი ინფორმაცია შესაბამის ველში.
4.16. ნივთის დაბრუნება/შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით, აუცილებელია ყუთის და ყველა აქსესუარის შენახვა.
4.17. ნივთის ყიდვიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუკავშირდით maxstore.ge-ს და მიაწოდეთ ფოტო-მასალა, შეკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ხარვეზის დეტალური აღწერილობა; maxstore.ge-ს შესაბამისი სამსახური დაგეხმარებათ გამყიდველ მაღაზიასთან კომუნიკაციაში.
5. პროდუქციის აღწერილობა და ხელმისაწვდომობა
5.1. ვებ-გვერდზე განთავსებულ პროდუქციას აქვს შესაბამისი აღწერილობა, სადაც მოცემულია პროდუქციის მახასიათებლები, ფოტოები, დანიშნულება და ა.შ.
5.2. კომპანია აკეთებს მაქსიმუმს, რომ პროდუქტის ფერი და აღწერილობა დაემთხვეს ვებ-გვერდზე მითითებულ მონაცემებს. თუმცა რადგან ფერი, ზომა და გარკვეული მახასიათებლები რომელსაც ხედავთ შესაძლოა შეცვალოს თქვენი მონიტორისა და მოწყობილობის შესაბამისად, კომპანია გარანტიას ვერ იძლევა რომ აღნიშნული აღწერილობა 100%-ით დაემთხვევა პროდუქტის რეალურ მახასიათებლებს.
5.3. პროდუქცია ხელმისაწვდომია და ღირებულება მოქმედია მანამ, სანამ იგი დევს ვებ-გვერდზე და არის მარაგში.
6. ინტელექტუალური საკუთრება
6.1. ვებ-გვერდის დიზაინზე, ძირითად პროგრამული კოდზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ლოგოზე, სასაქონლო ნიშნებსა და სხვა მასალაზე ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის კომპანიას.
6.2. კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, დაუშვებელია ნებისმიერი სახით, მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების ხელყოფა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მოდიფიცირება, ნებისმიერი სახით გამოყენება, თუ სხვაგვარი ქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კომპანიის ინტერესებთან.
6.3. იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაარღვევს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, გარდა მიღებული მოგებისა თუ სარგებელისა, ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას ნებისმიერი სახის ზიანი, მათ შორის და არამხოლოდ, მიუღებელი შემოსავალი, რეპუტაციული ზიანი და ა.შ, ასევე გარდა ზიანისა, ჯარიმის სახით კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრება 1000 (ათასი) ლარის გადახდა.
7. პერსონალური მონაცემები
7.1. მომხმარებელთა / რეგისტრირებულ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება შესაბამისი მიზნებისთვის აქვს კომპანიას, ან/და კომპანიის მიერ დასახელებულ მესამე პირს, რომელიც ვალდებულია მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მიზნებითა და კონფიდენციალობის დაცვით.
7.2. პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა თუ სხვაგვარი დამუშავების წესები განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის მიხედვით.
8. ცვლილებების შეტანა
8.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ვებ-გვერდზე განთავსების გზით შეიტანოს ცვლილებები გამოყენების წესსა და პირობებში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა ცვლილების შეტანისთანავე. მომხმარებლის / რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენების გაგრძელება ავტომატურად ნიშნავს თანხმობას შეცვლილ პირობებზე.
8.2. არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კომპანია აღნიშნულის შესახებ აცნობებს რეგისტრირებულ მომხმარებლებს ელ-ფოსტის ან/და ვებ-გვერდის მეშვეობით.
9. ტიპოგრაფიული შეცდომა
9.1. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მთელი თავისი ძალისხმევით შეეცდება ზუსტი ინფორმაციის ასახვას და მომხმარებლებისათვის ამ ინფორმაციის მიწოდებას, ტიპოგრაფიული შეცდომები შესაძლოა გაპარულ იქნეს. ამ ნაკლებ სავარუდო შემთხვევაში, კომპანია მთელი თავისი რესურსებით ეცდება ამ შეცდომის გამოსწორებას.
10. არაკანონიერი აქტივობის/კონტენტის დაბლოკვა
10.1. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიას შეექმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვებ-გვერდის გამოყენებისას ან/და ტრანზაქციის განხორციელებისას ირღვევა წინამდებარე გამოყენების წესი და პირობები ან/და კომპანიას ექმნება ეჭვი, რომ ტრანზაქციები არაკანონიერი, თაღლითური და არაავტორიზებულია, კომპანია უფლებამოსილია, გააჩეროს ასეთი ტრანზაქცია და დაბლოკოს ნებისმიერი პირის პროფილი, ვინც მსგავს აქტივობას ახორციელებს, მანამ, სანამ კომპანია არ შეისწავლის კონკრეტულ ფაქტებს. კომპანია ასევე უფლებამოსილია, მსგავს შემთხვევებში მიმართოს შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს და სახელმწიფო ორგანოებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია.
10.2. ნებისმიერი სახის ქმედების შემთხვევაში, რომელიც ეწინააღმდეგება წესებსა და პირობებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობას, შეიცავს ამორალურ და ზნეობის საწინააღმდეგო ელემენტებს, კომპანია უფლებამოსილია წაშალოს ამგვარი ქმედების ჩამდენი პირის პროფილი ან/და დაბლოკოს მისი IP მისამართი.
11. დავების გადაწყვეტა და გამოსაყენებელი სამართალი
11.1. კომპანიასა და მომხმარებელს / რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სახის დავა/უთანხმოება უნდა მოგვარდეს ურთიერთშეთანხმების გზით.
11.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო, ქართული სამართლის მიხედვით.
11.3. მხარეთა შორის წარმოშობილი დავების განხილვის, ხელშეკრულების/წესებისა და პირობების მუხლების გამოყენებისა და განმარტების მიზნებისათვის, მხედველობაში მიიღება მხარეთა შორის არსებული მიმოწერა და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
12. გარდამავალი დებულებები
12.1. მხარეები აცხადებენ, რომ წესები და პირობები შედგენილია მათთვის გასაგებ ენაზე და მათ არ აქვთ რაიმე სახის კითხვა/ბუნდოვანება. ასევე, წესები და პირობები განთავსებულია მათთვის ხელსაყრელ და თვალსაჩინო ადგილზე.
12.2. გარდა აღნიშნული წესებისა და პირობებისა, კომპანიასა და მომხმარებელს / რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის ურთიერთობა წესრიგდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკითა და ქუქი-ფაილების პოლიტიკით.
12.3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა და ქუქი-ფაილების პოლიტიკა წარმოადგენს წესებისა და პირობების შემადგენელ, განუყოფელ ნაწილს.
12.4. წესებისა და პირობების ცალკეული ნაწილების ბათილობა არ იწვევს მთლიანი შეთანხმების ან/და მისი სხვა ნაწილების ბათილობას.
12.5. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება აღნიშნული წესებითა და პირობებით ან/და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკით, ქუქი-ფაილების პოლიტიკით ან/და შესაბამის მხარეთა შორის გაფორმებული ინდივიდუალური ვალდებულებით სამართლებრივი ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
12.6. ვებ-გვერდის მოხმარებით მხარეები ადასტურებენ, რომ მიღწეული აქვთ 18 წლის ასაკისთვის და რომ თითოეულ მათგანს აქვს სრული უფლება შევიდეს წინამდებარე ურთიერთობაში და საამისოდ მოპოვებული აქვს ყველა საჭირო უფლებამოსილება და/ან თანხმობა.
12.7. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერი სახის მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ურთიერთგაქვითვის გზით.
12.8. კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) გამო. ფორს-მაჟორულ გარემოებებად მიიჩნევა: ომი, საბრძოლო მოქმედებები, სტიქიური უბედურება, დივერსია, ხანძარი, პანდემია და სხვა დაუძლეველი ძალა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უშუალოდ აღნიშნული გარემოებები ხდიან შეუძლებელს ვალდებულების ჯეროვან შესრულებას.
12.9. თუ ინდივიდუალური ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე წესი და პირობები ითვალისწინებს კომუნიკაციის ზეპირ სატელეფონო ფორმას. მხარეს წერილობითი შეტყობინება შეიძლება მიეწოდოს პირადად, გაეგზავნოს კურიერის, საფოსტო გზავნილის საშუალებით, ვებ-გვერდის გზით ან/და მხარეთა რეკვიზიტებში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
12.10. შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მისი მიღების დღეს, თუ იგი დადასტურებულია ადრესატის მიერ. იმ შემთხვევაში, როდესაც შეტყობინება არ არის დადასტურებული, იგი ჩაბარებულად ჩაითვლება წესებისა და პირობების 12.9 პუნქტით გათვალისწინებული წესით გაგზავნიდან მეორე სამუშაო დღეს
12.11. ნებისმიერი სახის ინფორმაციის, მათ შორის და არა მხოლოდ, ტელეფონის ნომრის, მისამართის, ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღისა აცნობოს კომპანიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიის მიერ თავის ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით შესრულებული ქმედება ჩაითვლება კომპანიის მიერ ვალდებულების შესრულებად.
12.12. მომხმარებელი / რეგისტრირებული მომხმარებელი აცნობიერებენ და ადასტურებენ, რომ კომპანია არ არის ვალდებული, რომ უზრუნველყოს მათი ქმედებების შესაბამისობა საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასთან და კომპანია პასუხს არ აგებს იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა / რეგისტრირებულმა მომხმარებელმა დაარღვიეს კანონი.
12.13. მომხმარებელი / რეგისტრირებული მომხმარებელი ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში, ამის შესახებ ატყობინებენ კომპანიას.
12.14. ვებ-გვერდით სარგებლობის დროსა თუ მის შემდგომ, მომხმარებლებს / რეგისტრირებულ მომხმარებლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კომპანიის საზიანოდ ვებ-გვერდის ნებისმიერი ფორმით გამოყენება, ასევე, ვებ-გვერდის გამოყენება კანონმდებლობის ან/და მესამე პირის საზიანოდ, ვებ-გვერდიდან მიღებული ინფორმაციის უკანონო გამოყენება, კომპანიის თანხმობის გარეშე ვებ-გვერდის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს გარდა კომპანიისთვის მიყენებული ზიანისა, კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრება 1000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით. ასეთ შემთხვევებში კომპანია აგრეთვე უფლებამოსილია წაშალოს/დროებით შეაჩეროს რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი ან/და დაბლოკოს მისი/მომხმარებლის IP მისამართი.
12.15. მომხმარებლის / რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ ისეთი დარღვევის შემთხვევაში, რომელმაც გამოიწვია კომპანიისათვის რეპუტაციული ან/და სხვაგვარი ზიანის მიყენება, კომპანია უფლებამოსილია დამრღვევ მხარეს გარდა ზიანის ანაზღაურებისა მოსთხოვოს 5000 (ხუთი ათასი) ლარი ჯარიმის სახით. ასეთ შემთხვევებში კომპანია აგრეთვე უფლებამოსილია წაშალოს/დროებით შეაჩეროს რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი ან/და დაბლოკოს მისი/მომხმარებლის IP მისამართი.
12.16. რეგისტრირებული მომხმარებელი იძლევა თანხმობას მიიღოს კომპანიისგან შეტყობინებები, აქციები, რეკლამები, შეთავაზებები და სხვა ტიპის მარკეტინგული თუ სხვა სახის ინფორმაციები.
12.17. შესაძლოა არსებობდეს ვებ-გვერდთან დაკავშირებული მესამე პირების საიტები, რომელთაც აქვთ თავიანთი გამოყენების წესი და პირობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ქუქიების პოლიტიკა, რაზედაც კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას, მომხმარებელი / რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია თავად შეამოწმოს მესამე პირების საიტების გამოყენების წესი და პირობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ქუქიების პოლიტიკა თუ სხვა დოკუმენტაცია.